ალბათ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი ბრენდის “ნიკეას გოჭების” იდეა, ბრენდად ქცევა მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და პოპულარობის ზრდა 23 წლის ანა მახათაძეს ეკუთვნის. ანა პროფესიით იურისტია. კავკასიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში კორპორატიული იურისტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა იურიდიული სფეროდან ბიზნესში გადმოინაცვლა და საოჯახო ბიზნესის იდეა მოთხოვნად პროდუქტად აქცია. “ნიკეას გოჭები” არ არის ერთადერთი ბიზნესი, რომელიც ანამ მცირე ასაკში შექმნა და წარმატებით მართავს. საინტერესო და წარმატებული ახალგაზრდის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge რუბრიკაში “ბიზნეს თაიმი” გიამბობთ.
ანა მოგესალმებით! მცირე ასაკის მიუხედავად, დღეს ორ წარმატებულ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესს უძღვებით. პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ….
პროფესიით იურისტი, ნორჩი ბიზნესმენი ვარ-ასე გეტყოდით საკუთარ თავზე. “კავკასიის უნივერსიტეტში” სწავლამ მომცა ის უნარ-ჩვევები, რაც ბიზნესში მეხმარება. ეს არის ანალიტიკური აზროვნება და დისციპლინა. ვმუშაობდი იურისტად მარკეტინგულ კომპანიაში, რომელსაც ოფისები აქვს თბილისსა და პენსილვანიაში. არ დამავიწყდება ჩემი პირველი ხელფასი, რომელიც 350 დოლარი იყო. ყოველთვის მქონდა კერძო სფეროს ინტერესი. ვთვლი, რომ შენი ბრენდის შექმნით კორპორატიულ ბრენდს ქმნი და პასუხობ კითხვას-თუ რატომ უნდა გენდოს მომხმარებელი. ჩვენი საწარმო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს და ბრენდი “ნიკეას გოჭებიც” აქედან წამოვიდა. თავიდან, როდესაც ობიექტი გაიხსნა, ქუთაისის ბაზარზე გვქონდა გათვლა, თუმცა დღეს უკვე მთელ საქართველოს ვემსახურებით. რა თქმა უნდა, მომხმარებლის ნდობა და ბიზნესში წარმატება ბუნებრივად არ მოსულა. ამ ყველაფრის უკან დიდი გონებრივი და ფიზიკური შრომა დევს.
პირველ რიგში გაიწერა მარკეტინგული გეგმა-ვის ვემსახურებოდით, რატომ, რატომ უნდა გაეკეთებინათ შეკვეთა ჩვენთან, რას შევთავაზებდით მომხმარებელს გამორჩეულს და განსაკუთრებულს. როდესაც უკვე დავამუშავეთ ჩვენი ნიშა, ამის შედეგ ხაზი გავუსვით ჩვენს პრვილეგიებს-სიმარტივე, პიკანტურობა და მოქნილობა. “ნიკეას გოჭების” უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტი შეკვეთიდან მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ სამ საათში მზად გვაქვს. მომხმარებლები სარგებლობენ საკურიერო მომსახურებით. საწარმოში დანერგილია სისუფთავის მაღალი სტანდარტი, რაც აისახება ჩვენს შეფუთვაზე. საწარმო პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. “ნიკეას გოჭებს” აქვს ასევე უნიკალური პროდუქტი-გოჭის კანჭის მენიუ, რომელიც “ნიკეას გოჭების” საფირმო კერძია. როგორც აღვნიშნე, საწარმოს ოპერირება, მარკეტინგი და მენეჯმენტი მთლიანად ჩემზეა. ვცდილობთ, მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ. ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის ხუთი საათიდან. იმისთვის, რომ დღის მანძილზე შეკვეთები უპრობლემოდ დარიგდეს, შეივსოს მარაგები, ვუპასუხოთ მომხმარებელთა ზარებს და დაიგეგმოს სარეკლამო კამპანიები, დღის მანძილზე ამისთვის ბევრ შრომას ვწევთ.
ანა თავიდან, როდესაც დაიწყეთ ბრენდის შექმნა, ელოდებოდით ამგვარ შედეგს?
ზუსტად ვიცოდი რას ვაკეთებდი და ეს გეგმა მქონდა. ბაზარი კარგად შევისწავლე და ვუპასუხე მომხმარებელთა საჭიროებებს. ზუსტად ვიცოდი, ვინ იყო ჩემი სამიზნე აუდიტორია, რა მოთხოვნები ჰქონდათ მათ და ჩვენ ამ მოთხოვნებს ვუპასუხეთ.
“ნიკეას გოჭები” არ არის შენი მართვის ქვეშ მყოფი ერთადერთი კომპანია. ასევე ფლობთ სილამაზის სალონს, რომელიც ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს…
თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ სალონის შემთხვევაშიც ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს თავის მოწესრიგება. ჩემი სამუშაო განრიგიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებდი. ამიტომ, შევქმენი ბრენდი და გავხსენი სილამაზის სალონი AnimalashBar (ანიმალაშბარ-ი), რომელიც დილის 10:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე და საჭიროების შემთხვევაში, უფრო გვიანაც ემსახურება მომხმარებლებს. სალონის ინტერიერი ჩემი ინსპირაციით და გემოვნებით დამზადდა უცხოეთში. სალონის ოპერირებაში ჩემს მიერ დაკომპლექტებული სანდო გუნდი მეხმარება. სალონის აწყობის ყველა დეტალმა და ნიუანმა ჩემი კონტროლის ქვეშ გაიარა. ვარდისფერი ფერი ავარჩიე, რადგან ჩემთვის ეს ფერი სინაზის, სინარნარის განსახიერებაა და ამავდროულლად ამშვიდებს თვალს. შესაბამისად, ჩვენს სალონში მოსული ყველა ქალბატონი თავს იგრძნობს დაფასებულად და განსაკუთრებულად და ესიამოვნება იმ სივრცეში მომსახურების მიღება, რა კომფორტსაც ფლობს. სალონის გახსნამდე თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური გადამზადება. სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ქართველი ტრენერი, რომელიც გაერთიანებულ ემირატებში სალონეს ეხმარება კადრების კვალიფიციურობის ზრდაში.
ბუნებრივია გაქვთ, ბევრი სამომავლო გეგმა….
სამომავლოდ ჩემი გეგმაა, რომ ჩემი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიები გავაფართოვო, სხვადასხვა ქალაქში გავხსნა ფილიალები და ბიზნესს მივცე ქსელური ხასიათი.
ანა მცირე ასაკში მიღებული დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ეტყოდით თანატოლებს?
მათ ვეტყოდი, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ბევრი ისწავლონ და ბევრი იშრომონ. შეუდარებელი გრძნობაა, მიღწეულით ტკბობა. როდესაც შენი შრომის შედეგს ხედავ, გეამაყება. ყველას ვუსურვებ საკუთარი ადგილის პოვნას და შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას. ყველა ადამიანი გამორჩეულია და ეს გამორჩეულობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საქმეში.

