TOP-NEWS.GE / რაჭაში რთველი დასრულდა

რაჭაში რთველი დასრულდა

რაჭის რეგიონში რთველი დასრულდა. 

"რეგიონში გადამუშავებულია 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 50-მდე ღვინის კომპანია და მარანი.

ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა,"-აცხადებენ ღვინის სააგენტოში. 

18-10-2023, 16:48
უკან დაბრუნება