TOP-NEWS.GE / წყალტუბოს სოფელ ჟონეთთან დროებით, ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

წყალტუბოს სოფელ ჟონეთთან დროებით, ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონში. შეფერხებებია საავტომობილო გზებზეც. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე რიონი გადმოვიდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

11-07-2023, 14:28
უკან დაბრუნება