TOP-NEWS.GE / წყალტუბოს სოფელში მოსახლეობას სახლები დაეტბორა

წყალტუბოს სოფელში მოსახლეობას სახლები დაეტბორა

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა. დაზიანებულია ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზებიც. დაიტბორა სოფელ გვიშტიბისა და გუბისწყლის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირი.
დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში დაზიანდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. 

 წყალმა დაფარა ასევე, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

 მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხების გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

11-07-2023, 13:39
უკან დაბრუნება