TOP-NEWS.GE / ავტობანზე გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

ავტობანზე გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11,6 კმ-იან მონაკვეთზე გამწვანებისა და ხე-მცენარეების საკომპენსაციო დარგვის სამუშაოები გრძელდება.

პროექტის მიზანია გზის მშენებლობის პროცესში მოჭრილი ხე-მცენარეების კომპენსირება, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ლანდშაფტის აღდგენა.

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

"გამწვანების სამუშაოები სამ ეტაპად ხორციელდება: 2022–2024 წლებში სატყეო ფონდის ტერიტორიაზე, 13,4 ჰექტარ ფართობზე, 42 375 ძირი ხე დაირგო; 2026 წლის გაზაფხულზე საავტომობილო გზის დერეფნის გასწვრივ 5 000-მდე იფნისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო; მიმდინარე შემოდგომაზე კი გათვალისწინებულია არანაკლებ 3,5 მეტრი სიმაღლის 311 ხის - 155 მინდვრის ნეკერჩხლისა და 156 ჩვეულებრივი იფნის-დარგვა,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

გუშინ, 19:56
უკან დაბრუნება