ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და მოადგილე შალვა მშვილდაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, 2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, პრიორიტეტები და პროექტები ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ წარადგინა.
ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრა 138 604 700 ლარით. მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან ( 125 124 800 ლარი ) შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 13 479 900 ლარით არის გაზრდილი. შენარჩუნდება არსებული პრიორიტეტები და გაიზრდება ცალკეული მიმართულებების დაფინანსება.
შეხვედრაზე, ბიუჯეტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოების მიერ გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც ბიუჯეტის კორექტირებისას იქნება გათვალისწინებული.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას ქუთაისის საკრებულო რიგით მე-15 სხდომაზე დაამტკიცებს.