დასავლეთ საქართველოში ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით 20 ნოემბრის შუაღამემდე გაგრძელდება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო).