TOP-NEWS.GE / ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელს აღნიშნავენ

ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელს აღნიშნავენ

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - ზ. ფალიაშვილის  მემორიალურ სახლ-მუზეუმში  მ. ბალანჩივაძის  სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის  პედაგოგეგბსა და მოსწავლეებს უმასპინძლეს.  ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა.

 სახლ-მუზეუმის დირექტორმა მარინე სულაქველიძემ,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსი თაობის პედაგოგები.

პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად, სახლ-მუზეუმში  სასწავლებლის მოსწავლეების მონაწილეობით მცირე კონცერტი შედგა. 

დღეს, 16:08
უკან დაბრუნება