გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კომპანიის დირექტორმა ადგილზე არსებული მდგომარეობა შეაფასა. ნარჩენების განთავსების ობიექტის რეაბილიტაცია 2026 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გოგოლიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის განთავსებისთვის გამოყოფილი ტერიტორიაც დაათვალიერეს. პროექტის განხორციელება ცაგერის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისა და ტრანსპორტირების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ცაგერში ახალი გადამტვირთავი სადგურის პროექტირებაზე სატენდერო პროცედურების გამოცხადება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ნარჩენების განთავსების ობიექტების რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისა და მოსახლეობისთვის სათანადო გარემოსდაცვითი სერვისების უზრუნველყოფის პროცესის ნაწილია.