საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ჭიღლაძე სოფელ ჯალაურთაში 100 წლის ვენერა ნოზაძეს ესტუმრნენ და იუბილე მიულოცეს.
საუკუნის ქალბატონს ლევან ივანაშვილმა, საჩუქრად 1000 ლარი გადასცა, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
ვენერა ნოზაძეს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. ის მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ მოძვის სკოლაში პედაგოგად, ხოლო შემდგომ წლებში ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია, თანხას 100 წლის და მის ზემოთ ასაკის ადამიანებზე, ერთჯერადი ფულადი საჩუქრის სახით 1000 ლარის ოდენობით გასცემს