იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის 12ა კლასის მოსწავლემ, ლიზი მარდალეიშვილმა (დამრიგებელი ნათია გაბუნია), ამერიკის შეერთებული შტატების ორი უნივერსიტეტისგან მიიღო მოწვევა და მნიშვნელოვანი ფინანსური დაფინანსებაც მოიპოვა.
სკოლის ინფორმაციით, ლიზი ჩაირიცხა ნიუ-იორკში მდებარე Long Island University-ის საექთნო საბაკალავრო პროგრამაზე (Nursing BS Program), სადაც მისი წლიური დაფინანსება 20 000 დოლარს შეადგენს. სწავლის სრული პერიოდის განმავლობაში მოპოვებული სტიპენდიის ჯამური ოდენობა 80 000 დოლარია.
"მეორე შეთავაზება ლიზიმ University of South Dakota-სგან მიიღო, სადაც მას წლიურად 10 000 დოლარის, ოთხი წლის განმავლობაში კი ჯამში 40 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა. ორი უნივერსიტეტისგან მიღებული მოწვევა და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ლიზის შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის კიდევ ერთი დასტურია,"-აცხადებენ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში.