TOP-NEWS.GE / საზღვარგარეთ მოღვაწე საოპერო მომღერლები ჭიათურაში ჩამოვლენ

საზღვარგარეთ მოღვაწე საოპერო მომღერლები ჭიათურაში ჩამოვლენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,  17 ნოემბერს დავით გამრეკელის სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართება.

ჭიათურის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობას გიორგი გაგნიძე, გიორგი ონიანი, ოთარ ჯორჯიკია და საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე სხვა ცნობილი ოპერის ვარსკვლავები მიიღებენ. 

ფესტივალი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფუძნა.

დავით გამრეკელი ჭიათურაში დაიბადა. იგი  ქართული საოპერო და ვოკალური ხელოვნების  ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელმაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საოპერო კულტურის განვითარებაში. 

გუშინ, 20:51
უკან დაბრუნება