თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ბაგრატ ჭანტურიძე დაინიშნა.
ბაგრატ ჭანტურიძე სოფელ გოგნის მოსახლეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ წარუდგინა.
ბაგრატ ჭანტურიძე ამ დრომდე საგანმანათლებლო სფეროში მუშაობდა. ის ამ ეტაპზე ტყიბულის №7 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია.
მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.