ხარაგაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
კულტურისა და დასვენების პარკში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ: ფოტოგამოფენა „ხარაგაულის წარსული და მომავალი“, ფოტოექსპოზიცია „ხარაგაული საუკუნის ინტერვალით“, საგამოფენო და თეატრალიზებული სივრცეები, ფოტოზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ადგილობრივი მცირე ბიზნესების გამოფენა-გაყიდვა, იმერული სამზარეულოსა და ჩვენი სოფლების საშემოდგომო ნობათის გამოფენა-დაგემოვნება.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი და საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების ცერემონია.