TOP-NEWS.GE / თერჯოლის მერიამ ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგის მქონე პირველკურსელებს ფულადი ჯილდოები გადასცა

თერჯოლის მერიამ ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგის მქონე პირველკურსელებს ფულადი ჯილდოები გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო  ჩაერიცხათ. დაჯილდოვდა ერთიან  ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულების მქონე ოთხი პირველკურსელი:  იური ფორჩხიძე - (თერჯოლის №2 საჯარო სკოლა), მარიამ ბარდაველიძე (ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა), ნიკოლოზ სარდანაძე (კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“), ნოდარ კახიძე ( სიქთარვის საჯარო სკოლა).

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი პრიზები გაიცა ასევე საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ ყველა ასაკის სპორტსმენზე.

"ჯილდოს სახით გაცემულია 65 600 ლარი, სულ დაჯილდოვდა 46 სპორტსმენი და 6  მწვრთნელი. აღნიშნული ჯილდოები ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფინანსების წესში ცვლილების შეტანის თანახმად გასცა. შესაბამისი ცვლილება წარმომადგენლობითმა ორგანომ  „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“  4 ნოემბერს  ჩატარებულ სხდომაზე შეიტანა,"-ნათქვამია თერჯოლის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ, 22:46
უკან დაბრუნება