ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხი ნიჟარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენ.
ინტელექტუალურ თამაშები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მასში ქალაქის 16 საჯარო და კერძო სკოლის 23 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირები გაიმართა 3 თამაშში - "რა? სად? როდის?", "ბრეინ-რინგი" და "ჯეპარდი".
თამაშში "ჯეპარდი" მესამე ადგილზე გავიდა მედეა ხურციძე (29-ე საჯარო სკოლა), მეორე ადგილი დაიკავა მარიამ შეყრილაძემ (21-ე საჯარო სკოლა), ხოლო გამარჯვებული გახდა ლუკა ტუღუში (29-ე საჯარო სკოლა).
"ბრეინ რინგში" გაიმარჯვა ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი დაიკავა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა 30-ე საჯარო სკოლის გუნდი.
თამაშში ,,რა? სად? როდის?" გაიმარჯვა ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი მოიპოვა 31-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა.