ქალაქ ამბროლაურში ახალი ნაგვის ურნები განთავსდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა 100-მდე ახალი ნაგვის ურნა შეიძინა.
ურნები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე- ბრატისლავა-რაჭის, კოსტავასა და მახალდიანის ქუჩებზე, ასევე სკვერებში განთავსდა.
ახალი ნაგვის ურნების საერთო ღირებულებამ 16 000 ლარი შეადგინა.