TOP-NEWS.GE / მოსახლეობას დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნებზე აფრთხილებენ

მოსახლეობას დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნებზე აფრთხილებენ

5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

დღეს, 14:51
უკან დაბრუნება