TOP-NEWS.GE / ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ მათე ობოლაძეს გლოვობენ

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ მათე ობოლაძეს გლოვობენ

ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება  სკოლის 2024 წლის  კურსდამთავრებულის, მათე ობოლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

 "სკოლა გულწრფელად თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. არის მომენტები, როცა სიტყვები უძლურია ტკივილისა და თანაგრძნობის გამოსახატად... მათეს ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება სკოლის, მასწავლებლებისა და მეგობრების გულებში,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, მათე ობოლაძე 3 ნოემბერს, მდინარე რიონში ავტომობილის რიონში გადავარდნას ემსხვერპლა. 

დღეს, 12:10
უკან დაბრუნება