TOP-NEWS.GE / ქვეყნის პრეზიდენტი და თბილისის მერი სამტრედიის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ

ქვეყნის პრეზიდენტი და თბილისის მერი სამტრედიის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელიც ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა.

ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

დღეს, 17:43
უკან დაბრუნება