TOP-NEWS.GE / ჭიათურის სოფელ თაბაგრებში გამრიცხველიანება დასრულდა

ჭიათურის სოფელ თაბაგრებში გამრიცხველიანება დასრულდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე  სოფელ თაბაგრებში იმყოფებოდა, სადაც  ჯიქიძეებისა და თაბაგრების ოჯახებში  ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო.

სოფელში გაზიფიცირების პროექტი  უკვე დასრულებულია და დაწყებულია გამრიცხელიანების პროცესი. უახლოეს მომავალში  ბუნებრივი აირით  სულ 315 -ი ოჯახი ისარგებლებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის 26 სოფელში გამრიცხველიანება დასრულებულია, 10 სოფელი გაზიფიცირებულია და გამრიცხველიანობის დაწყებას ელოდება.გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხრეითსა და მანდაეთში, ხოლო დარჩენილ 14 სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა ეტაპობრივად  განხორციელდება.

სოფელ თაბაგრებში მერთან ერთად, იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ლაბაძე და მალხაზ სამყურაშვილია, ასევე შპს „სოკარ ჯორჯიას“ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერი გაიოზ ერაძე.

3-11-2026, 14:53
უკან დაბრუნება