TOP-NEWS.GE / რამდენიმე წლის შემდეგ, ცაგერის სამშობიაროში პირველი ახალშობილი დაიბადა

რამდენიმე წლის შემდეგ, ცაგერის სამშობიაროში პირველი ახალშობილი დაიბადა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებთან - რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის  ჯანდაცვის ცენტრის სამშობიაროში დედა და ახალშობილი მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ცაგერის სამშობიაროში ბავშვი პირველად დაიბადა. რეაბილიტირებული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებისთვის ეს პირველი მშობიარობაა.

მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ოჯახი მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 1000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

გუშინ, 18:51
უკან დაბრუნება