სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აკურთხებს.
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს, სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აკურთხებს.
10:00 საათზე ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინება. ლიტურგიის დასრულების შემდეგ წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება.