TOP-NEWS.GE / 3 ნოემბერს პატრიარქი სამტრედიასა და ხონში ჩავა

3 ნოემბერს პატრიარქი სამტრედიასა და ხონში ჩავა

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამტრედიასა და ხონს ეწვევა.

ღონისძიებების განრიგი ასეთია:

10:00 საათი – სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დასრულებისთანავე გაიმართება ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელობის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება. ხონში შემოსვლამდე პატრიარქს ქუტირის ტაძართან დახვდებიან ადგილობრივი მოსახლეობისა და მრევლის წარმომადგენლები.

14:00 საათი – ქალაქ ხონში, საქართველოს ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, შუქნიშნიდან საეპისკოპოსო რეზიდენციამდე მონაკვეთზე, გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საზეიმო დახვედრა.

16:00 საათი – პატრიარქი გზად გაივლის ნახახულევის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს.

"მოვუწოდებთ ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მრევლს, აქტიურად ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში და შეიკრიბონ პატრიარქის დახვედრისთვის განსაზღვრულ ადგილებში, რათა ერთობლივად, ღირსეულად შევეგებოთ მის უწმინდესობას და გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, პატივისცემა და სულიერი ერთობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და მონაწილეობა მიიღოთ ამ მნიშვნელოვანი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 12:50
უკან დაბრუნება