TOP-NEWS.GE / "მომავლის იდეა ქალაქის მერს"-ზესტაფონის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს

"მომავლის იდეა ქალაქის მერს"-ზესტაფონის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს

ზესტაფონის მერია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს. ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და მათი ინოვაციური  იდეების მხარდაჭერის მიზნით კონკურსს "მომავლის იდეა ქალაქის მერს" იწყებს.  ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ქალაქის განვითარებაში  მათი როლის გაძლიერებას.

საკონკურსო პროექტები ორ ძირითად თემატურ მიმართულებას მოიცავს:

ტურიზმის განვითარება ზესტაფონში - ინოვაციური პროექტებისა და სტრატეგიების წარმოდგენა, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას.

სთრით არტი (ქუჩის ხელოვნება) ზესტაფონში - თანამედროვე ხელოვანების მონაწილეობით მუნიციპალიტეტში ურბანული სივრცეების ათვისება. კედლის მხატვრობისა და ვიზუალური ინსტალაციების შექმნა, რაც ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო  გააუმჯობესებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლიდან მოქალაქეს, ასევე ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, ორგანიზაციებს რეგისტრირებულს ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული მიმართულების შინაარსის პროექტების მხარდამჭერ ორგანიზაციებს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე:  https://zestafoni.gov.ge/page/125

გუშინ, 21:55
უკან დაბრუნება