TOP-NEWS.GE / "სულ კარგად ბრძანდებოდეთ,"-ალეკო ახალაძემ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია დატოვა

"სულ კარგად ბრძანდებოდეთ,"-ალეკო ახალაძემ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია დატოვა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ახალაძემ პარტია დატოვა. ახალაძე მიზეზად პარტიის მხრიდან ოპოზიციონერობანას თამაშს ასახელებს.

"ჩემთვის მიუღებელია, პარტია"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს"მესვეურთა მხრიდან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან-მორჩილი პოლიტიკური რევერანსები და მოჩვენებითი ოპოზიციონერობა! შეურაცხმყოფელია გავლენიანი, თუმცა ოროსანი პარლამენტარების საამებლად, მათი მითითებების შესრულება და შესაბამისად-პარტიის წევრებში მართალი სიტყვის ჩახშობის მცდელობები და ღირსების შემლახველი მოთხოვნები, რაც მრავალჯერ შემეხო პირადად და რასაც ცხადია ვაპროტესტებდი, მაგრამ-სამწუხაროდ, უშედეგოდ! დღეს კი ყველაფერ ზემოთ ნათქვამთან ერთად, იმის გამო, რომ პარტია თავად არ ინტერესდება რა, მოსახლეობის უმწვავესი შიგა პრობლემებით და მეტიც-მეც კატეგორიულად  მომთხოვეს, აღნიშნულ პრობლემებზე სოცქსელებში აქტივობის შეჩერება, იძულებული ვარ მივიღო შემდეგი გადაწყვეტილება- ვტოვებ,როგორც პარტიულ თანამდებობას,ასევე პარტიას!...სულ, კარგად ბრძანდებოდეთ!",-წერს ახალაძე. 

დღეს, 11:37
უკან დაბრუნება