TOP-NEWS.GE / რა შეიცვალა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის შემდეგ?

რა შეიცვალა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის შემდეგ?

ქუთაისში, ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ დაათვალიერეს.

ადგილზე სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ფერდების ფორმირება, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოწესრიგდა დროებითი შიდა მიმოსვლის გზები, განთავსდა სამარაგო კავალიერები, ასევე, მოეწყო წყალამრიდი არხები.

დღეს, 13:55
უკან დაბრუნება