TOP-NEWS.GE / ნატალი პატარიძე ჭიათურის საპატიო მოქალაქე გახდა

ნატალი პატარიძე ჭიათურის საპატიო მოქალაქე გახდა

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ჭიათურის საპატიო მოქალაქე გახდა. აღნიშნული ჯილდო მას მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ "ჭიათურობა 2026"-ის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა.

"ჭიათურის საპატიო მოქალაქეობის ჯილდო კიდევ უფრო დიდი პასუხიმგებლობა და გამოწვევაა ჩემთვის! ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ადამიანები, რომელიც ყოველდღე ამტკიცებს, რომ ნიჭს გეოგრაფია არ აქვს! მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ცენტრის ინიციატივის, შექმნის და  მხარდაჭერის ანდერგრაუნდში დგას, მომცა ასპარეზი და შესაძლებლობა მეკეთებინა ის რაც მიყვარს! სცენიდანაც ვთქვი: მხოლოდ ავანსად ვიღებ, მხოლოდ გამოწვევად, წინ კიდევ ბევრი  მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. მადლობა ბატონ გივის ამ მნიშვნელოვანი და ნამდვილად საპატიო ჯილდოსთვის,"-ამბობს ნატალი პატარიძე. 

დღეს, 13:07
უკან დაბრუნება