TOP-NEWS.GE / ჭიათურაში სადღესასწაულო კვირეული გაიმართება-რას ითვალისწინებს "ჭიათურობა 2026"?

ჭიათურაში სადღესასწაულო კვირეული გაიმართება-რას ითვალისწინებს "ჭიათურობა 2026"?

12-17 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული - „ჭიათურობა 2026“ გაიმართება.

ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. 

12 ოქტომბერი - კვირეულის გახსნა
13:00 საათი - თირის სამონასტრო კომპლექსის საინფორმაციო ტური
15:00 საათი - ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია თემაზე: „ჭიათურა - ისტორიიდან ტურისტულ აღმოჩენამდე“ (კულტურის ცენტრის სარიტუალო დარბაზი).

13 ოქტომბერი
15:00 საათი - მხატვარ ხათუნა სონღულაშვილის ნამუშევრების გამოფენა „შემოქმედება კადრს მიღმა“ (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

14 ოქტომბერი
16:00 საათი -„სიგულდას სკვერის“  გახსნა
16:30 საათი - საქართველოს
 დამსახურებული არტისტის, ლილი თავაძის, მემორიალური დაფის გახსნა (ტოლსტოის ქუჩა)
18:00 საათი - საფეხმავლო ხიდის გახსნა

15 ოქტომბერი
12:00 საათი -ღონისძიება სოფელ ითხვისის №2 საბავშვო ბაღში;
13:00 საათი -ღონისძიება №12 საბავშვო ბაღში;
14:00 საათი -ღონისძიება №5 საჯარო სკოლაში;
15:00 საათი - ღონისძიება №7 საჯარო სკოლაში.

16 ოქტომბერი
14:00 საათი - თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“
14:30 საათი - მხატვარ გივი კაპანაძის პერსონალური გამოფენა (ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა)
15:00 საათი - ქუჩის კალათბურთი ლოლაძის სახელობის სტადიონზე.
17 ოქტომბერი 
12:00 საზეიმო ღონისძიებები

დღის პროგრამა მოიცავს საზეიმო მსვლელობას, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სამეწარმეო მარკეტსა და ეთნოგრაფიულ კუთხეს.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, საღამოს კი სტუმრების წინაშე წარდგებიან ანსამბლი „სულიკო“, ჯგუფი „რეგიონი“ და დიჯეი.

„ჭიათურობა 2026“ საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

გუშინ, 12:51
უკან დაბრუნება