ცაგერში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა მდინარე ცხენისწყალზე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ, მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარემ არსებული ჯებირი დააზიანა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ამჟამად მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის გადაუდებელი, პრევენციული სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს "ნიუ როუდი" ახორციელებს.
"უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების დაწყებაც. პროექტი უკვე მზად არის და მდინარის ნაპირზე ბეტონის დამცავი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და მდინარის მიერ ნაპირის შემდგომი დაზიანების პრევენცია,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.