TOP-NEWS.GE / სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება

სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის E70 საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.
აღნიშნულ გზაზე 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილი 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. 

დღეს, 16:37
უკან დაბრუნება