"ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან- „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შენობები ვარდისფრად განათდა.
კამპანიის ფარგლებში, 4 ოქტომბერს, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები და მოწვეული ექიმები მოქალაქეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრების მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდათ.
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ცნობიერების ამაღლება და რეგულარული სკრინინგი ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.