TOP-NEWS.GE / ვანის სოფელ ფერეთაში ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო

ვანის სოფელ ფერეთაში ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების ფარგლებში, ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს.

კალანდარიშვილის თქმით, ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, რაც წალკის 3 და ვანის 1 საარჩევნო უბნიდან მიიღეს.

„ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს. კერძოდ კი, ახმეტის შემთხვევაში, 272-დან 115 ამომრჩეველი არის მოსული, რაც 42.28%-ს შეადგენს. დმანისის შემთხვევაში 263 ამომრჩევლიდან 136 არის მოსული, რაც 31.71%-ს შეადგენს, წალკის შემთხვევაში 1011 ამომრჩევლიდან 438 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 43.32%-ს შეადგენს და ვანის შემთხვევაში, 679 ამომრჩევლიდან 447 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 65.83%-ს შეადგენს.

თითოეული არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

წარმოგიდგენთ ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს წინასწარი მონაცემები წალკის 3 საარჩევნო უბნისგან და ვანის 1 უბნისგან, რომელიც უკვე ატვირთულია ცესკო-ს ვებგვერდზე.

წალკის შემთხვევაში, N9-მ, ზაზა შანთაძემ მიიღო 13 ხმა, რაც 3.25% არის, ხოლო N41-მა, ნანული ხინიკაძემ მიიღო 386 ხმა, რაც 96.74% არის.

რაც შეეხება ვანს, N9-მ, ბექა კობალაძემ მიიღო 37 ხმა, რაც 12.83% არის, ხოლო N41-მა, ვაჟა ხელაძემ 387 ხმა მიიღო, რაც 87.16% გახლავთ. პარალელურად ხორციელდება ტრადიციული საარჩევნო უბნების დათვლების პროცედურები და რა თქმა უნდა, შეჯამებისთანავე გადმოიგზავნება მონაცემები, რომელიც იმთავითვე ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გუშინ, 22:00
უკან დაბრუნება