TOP-NEWS.GE / წყალტუბოში სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო" დაიწყო

წყალტუბოში სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო" დაიწყო

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის-"შემოდგომის წყალტუბო 2026-ის" აღნიშვნა მრავალფეროვანი კულტურული  ღონისძიებებით  დაიწყო.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ -მუზეუმის ეზოში მოეწყო  საგამოფენო სივრცეები, სადაც ქართული ხალხური ყოფის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის დაწურვასა და  ტრადიციული ქართული კერძების მომზადებაში. 

ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის შილუტეს დელეგაციის წევრები, საერთაშორისო ტურისტული კინოფესტივალის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

საკონცერტო დარბაზ "ივერიაში" ქორეოგრაფიული ანსამბლ "ივერიისა" და ფოლკლორული ანსამბლ "ნადურის" კონცერტი გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩვაძემ და შილუტეს (ლიეტუვა) მერის მოადგილემ ედვარდას იურჯონასიმ. 

აღინიშნა, რომ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ანსამბლ „ივერიისთვის“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

გუშინ, 21:55
უკან დაბრუნება