TOP-NEWS.GE / წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ილია მეორის სახელობის სკვერი გაიხსნა

წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ილია მეორის სახელობის სკვერი გაიხსნა

წყალტუბოში, სახალხო დღესასწაულის -„შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე აწ განსვენებული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის (შიოლაშვილი) სახელობის სკვერი გაიხსნა.

 მემორიალზე გამოსახული საქართველოს რუკა, ჯვარი და უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელნაწერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უდიდეს სიყვარულს სამშობლოსა და ქართველი ერის მიმართ.

სიმბოლურია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად მემორიალი 93 თეთრი ვარდით შეამკეს — სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად.

2-10-2026, 22:52
უკან დაბრუნება