TOP-NEWS.GE / ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს იტალიელი სტარტაპერები ესტუმრნენ

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს იტალიელი სტარტაპერები ესტუმრნენ

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს საქართველოში გაცნობითი ვიზიტით მყოფი იტალიელი სტარტაპერები ესტუმრნენ. სტუმრები ჰაბის საქმიანობას და არსებულ  ეკოსისტემას გაეცნენ,  რომლის მიზანი ინოვაციების, სტარტაპებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ინტერაქტიული მუზეუმი და „თუმო ქუთაისის“ კრეატიულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. 

შეხვედრა გაიმართა ქართველ და იტალიელ სტარტაპერებს შორის. მხარეებმა სტარტაპების განვითარების, ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და სამომავლო თაბამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. 

გუშინ, 18:38
უკან დაბრუნება