ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არჩეულ სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე შემოვიდა 149 კონკურსანტის 371 განაცხადი. კონკურსში გაიმარჯვა და მერიაში სტაჟირებას გაივლის 18 ახალგაზრდა, ხოლო 4 სტაჟიორი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში.
გამარჯვებული კონკურსანტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის, Politecnico di Milano and Accademia Teatro alla Scala- ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, სტაჟირების კონკურსის კომისიის წევრები და გასული წლების სტაჟირების შედეგად მერიაში დასაქმებული მოხელეები.