10 და 11 ოქტომბერს ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალს და "ზესტაფონქალაქობის" ტრადიციულ, სახალხო დღესასწაულს უმასპინძლებს.
ზესტაფონის მერიის ორგანიზებით ქალაქში მასშტაბური კულტურული და სახალხო ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების განრიგი:
9 ოქტომბერი
12 : 00 სთ - საცხენოსნო შეჯიბრი ( სოფელი დილიკაური);
15: 00.სთ - მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო პროგრამა (ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონი)
10 ოქტომბერი
ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი -"სულიკო 2026"
13:30 სთ ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის ბიუსტის ყვავილებით შემკობა ( აღმაშენებლის ქუჩა, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერი)
14:00 სთ - ფესტივალი "სულიკო" (ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონი ( სოფელი ცხრაწყარო)
11 ოქტომბერი
სახალხო ზეიმი „ზესტაფონობა 2026"
11:00 სთ - ფოტოკონკურსი ( უშანგი ჩხეიძის სახელობის სახლ - მუზეუმი);
13:00 -16:00 სთ - მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების, სამუსიკო სკოლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;
13:00 სთ -16:00 სთ ეთნოგრაფიული კუთხე, იმერული გემო და ტრადიციები:
ჩურჩხელისა და პურის ცხობის მასტერკლასი;
ღვინის კუთხე;
თიხის ოსტატის მასტერკლასი;
რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა;
ნახატების გამოფენა;
საბავშვო გასართობი სივრცეები;
თოჯინების თეატრი;
16:00 სთ – ძირითადი სცენის საზეიმო გახსნა
16:15 სთ – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია;
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოების ცერემონია;
16:45 სთ – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები (მისასალმებელი სიტყვა)
17:00 სთ – საზეიმო გალა კონცერტი ქართული ესტრადის მოწვეული მომღერლების მონაწილეობით;
19:00 სთ- საზეიმო ფოიერვერკი.