ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით სოფელ კლდეეთში დოღი ჩატარდა.
ცხენოსნობის ტურნირში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ. ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ხალხური ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურებოდა.
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, თასები, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
"დოღი მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არ არის, ეს ჩვენი ხალხური ტრადიციის ნაწილია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ახალგაზრდულ და სპორტულ ინიციატივებს", -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.