TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა!

29 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებულ თარიღს აღვნიშნავთ. აეროპორტის 14 წლის იუბილესთან ერთად, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავსაც ვზეიმობთ.

"საიუბილეო დღის ფარგლებში, მგზავრებს 29 სექტემბერს დახვდებათ მუსიკალური პროგრამა, DJ, სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სასიამოვნო სიურპრიზები.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი კომპანიები და პარტნიორი ობიექტები მგზავრებს სპეციალურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ.

გელოდებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთად აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებული თარიღი,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 19:29
უკან დაბრუნება