TOP-NEWS.GE / ქუთაისში 4 დიდი ფასადი მოიხატა

ქუთაისში 4 დიდი ფასადი მოიხატა

ქუთაისში, "მურალ ფესტის"  პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, კიდევ ოთხი დიდი ფასადი  მოიხატა.

ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის კედლებზე შეიქმნა ნამუშევრები:  "ლურჯა ცხენები" (მხატვარი დავით სამხარაძე),  "გალაკტიონი" (მხატვარი ირაკლი ხადეიშვილი) და "ქართული ცეკვა" ( მხატვარი სალომე მერაბიშვილი). წერეთლის ქუჩის ერთ-ერთი საყრდენი კედელი კი,  დაამშვენა მურალმა "არგონავტები" (მხატვარი თინა ჩერტოვა).

ოთხივე ნამუშევარი ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის სხვადასხვა თემას ეხმიანება და ქუთაისის ურბანულ სივრცეს კიდევ ოთხ განსხვავებულ ისტორიას მატებს.

15-09-2026, 18:13
უკან დაბრუნება