TOP-NEWS.GE / ჭიათურის სოფელ რგანში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი გაიხსნა

ჭიათურის სოფელ რგანში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი გაიხსნა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.

 საბავშვო ბაღის გახსნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი თეა ცინცაძე დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, განახლდა შიდა და გარე სივრცეები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 განახლებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ რგანში 50 ბავშვს შესაძლებლობა ექნება სკოლამდელი განათლება განახლებულ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მიიღოს.

გუშინ, 17:49
უკან დაბრუნება