რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახლადრეაბილიტირებულ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია და სასწავლო პროცესი განახლებულ შენობაში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება სკოლის დამატებითი ფლიგელის მშენებლობაც.
საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებას. სამშენებლო ტერიტორია სასწავლო სივრცისგან იზოლირებულია და შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაცულია.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 67 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსგან ყველა პირველკლასელს სასწავლო სახელმძღვანელო და პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.