იმერეთში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, სკოლა 360 მოსწავლეზეა გათვლილი.
ბაღდათის 290 მოსწავლეზე გათვლილი №1 სკოლაშის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო ზესტაფონის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
“სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდა. სამივე სკოლის შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზო და სპორტული მოედანი. განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ბაღდათის და როდინაულის სკოლების რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განახორციელდა, ხოლო ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელდა,”-აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.