TOP-NEWS.GE / ბაღდათში, მაღალმთიანი სოფლების 3-მა მოსწავლემ ფულადი ჯილდო მიიღო

ბაღდათში, მაღალმთიანი სოფლების 3-მა მოსწავლემ ფულადი ჯილდო მიიღო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობიდან ფულადი ჯილდო და დიპლომები მაღალმთიანი, მცირეკონტიგენტიანი სკოლების სამ აბიტურიენტს გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფინანსური წახალისება სამმა კურსდამთავრებულმა: ელენე ზირაქაძემ (ზეგნის პირველი საჯარო სკოლა), ოლეგ თაბუკაშვილმა (საკრაულას სკოლა) და  ქეთი ტაბეშაძემ( ხანის სკოლა) მიიღეს.

გუშინ, 15:55
უკან დაბრუნება