TOP-NEWS.GE / რა სიახლეებით შეხვდა ახალ სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

რა სიახლეებით შეხვდა ახალ სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს, მნიშვნელოვანი სიახლეებითა და ევროპული ხარისხის ახალი საბაკალავრო პროგრამებით შეხვდა. როგორც სასწავლებელში აცხადებენ, პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

“KIU-მ წელს პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: ფიზიკა; არქიტექტურა.

ახალი პროგრამების პარალელურად, პირველკურსელები ჰყავს შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს:

 მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები; კომპიუტერული მეცნიერება; მენეჯმენტი; ფსიქოლოგია; დიზაინი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა საუნივერსიტეტო ქალაქს-ულტრათანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო კორპუსებით, სრულად აღჭურვილ საცხოვრებელი კომპლექსითა და ინფრასტრუქტურით.

2026-2027 სასწავლო წელს, ყველა პირველკურსელის სწავლას, სახელმწიფო აფინანსებს,”-აცხადებენ სასწავლებელში. 

დღეს, 09:45
უკან დაბრუნება