ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს,ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიებაა.
“ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 14 სექტემბრის 10:00 საათიდან 16 სექტემბრის ღონისძიების დასრულებამდე, TBC ბანკის, მაკდონალდსისა და ყოფილი მუზეუმის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე;
15 სექტემბერს, 08:00 საათიდან 16 სექტემბრის ღონისძიების დასრულებამდე,
ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა და პარკირება.
16 სექტემბერს, 08:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება: გელათის ქუჩა N2-დან, ბროსეს ქუჩა N2-დან, ასევე, კოლუმბია- მისურის ქუჩაზე, ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტი:
1L- აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას, დავით აღმაშენებლის გამზირს, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, წითელ ხიდს და შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით.
N3- აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას, შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით.
N4 და N5 - იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტით: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით.
N6 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.
N10 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N19 - იმოძრავებს აკაკი წერეთლის, მანდარიას, თამარ მეფის, სოლომონ პირველის ქუჩების გავლით საფიჩხიის ცენტრისკენ.
უკან დაბრუნდება სოლომონ პირველის, 26 მაისის, მერაბ კოსტავას, ვარლამიშვილის ქუჩებისა და რუსთაველის გამზირის გავლით, შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით.
N20 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N41- აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით განაგრძობს მოძრაობას.
N141 (მიკროავტობუსი) - აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩის ნაცვლად, გაივლის გელათის, 26 მაისის ქუჩებს და შემდეგ - დადგენილი სვლაგეზით განაგრძობს მოძრაობას,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.