ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ბაღდათის №1 სკოლაში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
290 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდა.
შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზო და სპორტული მოედანი. განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღდათის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განახორციელა.