TOP-NEWS.GE / თერჯოლის სოფელ ღვანკითში 360 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა განახლდა

თერჯოლის სოფელ ღვანკითში 360 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა განახლდა

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა.

 360 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში სრულად განახლდა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, კვების ბლოკი, სპორტული სივრცეები და ეზო.

 შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით.

 მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

გუშინ, 11:22
უკან დაბრუნება