TOP-NEWS.GE / ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ქეთევან შარიქაძე უხელმძღვანელებს.

ქეთევან შარიქაძეს განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს - მასწავლებლად მუშაობის 20-წლიანი, ხოლო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობის 19-წლიანი გამოცდილება.

იგი ორი ვადით იყო სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი. 2023 წლიდან კი ქალაქ ზესტაფონის №3 საჯარო სკოლას არჩეული დირექტორის სტატუსით ხელმძღვანელობდა.

დღეს, 13:02
უკან დაბრუნება